ანა წითლიძე - ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა - როდესაც მიტინგზე ეძახდნენ, „დედოფალო“, მაშინაც არ მქონდა მოლოდინი

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია. ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის თავის ირგვლივაც, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძე, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც სალომე ზურაბიშვილთან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვედრებზე მიდიოდა, არ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი „რამეს იზამდა“.

მისივე განმარტებით, მიუხედავად მოლოდინებისა და დამოკიდებულებისა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიანობისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიანობისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, არა იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დედოფალი გვეგონა და ყველაფრის შემძლე იყო. არც იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინა ცხოვრებიდან გაკეთებული განცხადებები დაგვავიწყდა, ან ბევრი მისი ქმედება - არა! „ნაციონალურ მოძრაობას“ მიგვაჩნდა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი არასამართლიანი პოზიციისა, ყველაფერი გავაკეთეთ ერთობისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო უფრო ნოყიერი. მიუხედავად პირადი თავდასხმებისა, შეურაცხყოფებისა, მათ შორის შიგნით შეხვედრებზე, ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, რადგან გვჯეროდა და გვჯერა, რომ ერთიანი ფრონტი არის ის, რაც ამ რეჟიმს დაამარცხებს.

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია. ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის თავის ირგვლივაც.

ჩვენ, როდესაც სალომესთან შეხვედრებზე დავდიოდით და იქ მონაწილეობას ვიღებდით, მაშინაც არ გვქონია მოლოდინი. მე არანაირი მოლოდინი არ მქონდა და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ამ საზოგადოებას თავისი უნდა ენახა. მახსოვს, სალომე მიტინგებზე რომ მოდიოდა ეძახდნენ - „დედოფალო“, ეგონათ, სალომე ზურაბიშვილი რამეს იზამდა. მე მაშინაც, როდესაც „დედოფალო“ ეძახდნენ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ რამეს იზამდა“, - განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, წითლიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ძალა, ვინც 4 ოქტომბერს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, იქნება ღალატის ტოლფასი.

გარდა ამისა, მისივე მოსაზრებით, ის პარტია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თვითონ დაზიანდება და ამასთან ლუსტრაციისთვისაც კარგი იქნება, რადგან ოპოზიციის ველზე ერთხელ და სამუდამოდ ნათელი გახდება ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია.

„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში მეტი მკაფიოობა უნდა იყოს. ყველა, ვინც განიხილავს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს იმ მოცემულობით, რაც გვაქვს, ჩემი აზრით, ეს არის ღალატის ტოლფასი ყველა იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც ქუჩაში დგას და იბრძვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ, ვინც ციხეში ზის.

ამ ბრძოლაში პრინციპული უნდა იყო. ვინც ფიქრობს, რომ მიიღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, დაზიანდება თვითონ და ამომრჩეველთან გადაიხდის ამის ფასს. რეალურად, ეს ლუსტრაციისთვის კარგია, რადგან ოპოზიციის ველზე ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ნათელი, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია“, - განაცხადა წითლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე