ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან

ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან, კახი კალაძე გადაამოწმეთ, ანრი ოხანაშვილი და ზოგადად ე.წ მთავრობის წევრები. ნახეთ აბა რა პასუხს მიიღებთ. ყველამ კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში ნარკოტიკების შემომტანები, თან მკვლელი ნარკოტიკების, თქვენ ხართ და შემოწმება დაიწყეთ საკუთარი წრიდან, ბავშვებს თავი დაანებეთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ადამიანებს დასდევენ და „მოშარდვას აძალებენ“.

„ბავშვებს, ახალგაზრდებს რომ დაერიეთ, ნარკოლოგიურში წაიყვანეთ, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, გადაამოწმე კახი კალაძე, ანრი ოხანაშვილი, გეკა თუ ვინც არის შს მინისტრი, ბავშვებს რომ დასდევთ, საჯარო მოხელეები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები გადაამოწმეთ ნარკოტიკული ნივთიერებაზე, აბა ნახეთ ხომ არ ამოუგდებს შემთხვევით ვინმეს. კალაძე, მისი სტრუქტურა შეამოწმეთ და მოხმარებაში კი არა, მკვლელი ნარკოტიკის გასაღებაშიც ხომ არ იღებს ვინმე მონაწილეობას. აქტივისტებს რომ დასდევთ, სახლში უვარდებით, ე.წ მთავრობის წევრებისგან დაიწყეთ შემოწმება, მამუკა მდინარაძე გადაამოწმეთ ხომ არ ამოუგდებს.

ყველას კარგად ესმის, რომ თქვენ ხართ მთავარი ნარკოტიკის ბარიგები, თქვენს გარეშე ნარკოტიკი ვერ შემოვა, ივანიშვილის გარეშე ნარკოტიკი როგორ შემოდის, როგორ საღდება და მართლა გგონიათ, რომ სულელები ვართ და გვგონია, რომ ციდან ცვივა ნარკოტიკები? თან მკვლელ ნარკოტიკებზე ვსაუბრობ, იმაზე არა ახლა რომ ადამიანებს მოშარდვას აძალებთ და დასდევთ ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაამოწმეთ თქვენი კოლეგები”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის