აშშ-ის ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას სახელწოდებით - „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ გამართავს

ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს მოსმენას „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ გამართავს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, „მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გლობალურ შედეგებს განიხილავენ“.

„ასევე, მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც დამოუკიდებლობისა და აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს,

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენენ.

მოსმენა 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!