პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის დაკრძალვაზე - კომისიის სხდომაზე პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაძარში რამდენადაც შესაძლებელია, დიდი რაოდენობის ხალხი უნდა ყოფილიყო - ვის უნდა მიეცეს საშვი და ვის არა, ამაზე მითითება არ ყოფილა

პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე განმარტავს, როგორ განაწილდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე საშვები.

როგორც მან სიონის საპატრიარქო ტაძარში მედიას განუცხადა, არავითარი მითითება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, საშვი ვის უნდა ჰქონოდა და ვის - არა.

„რაც შემიძლია გითხრათ მთელი პატიოსნებითა და სიმართლით, რაც მოვისმინე სხდომაზე, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხალხი უნდა იყოს აუცილებლად ტაძარში და რამდენადაც შესაძლებელია, ძალიან დიდი რაოდენობა, რამდენიც შესაძლებელია, რომ სამების საკათედრო ტაძარში მოთავსდესო. ვის უნდა მიეცეს ეს საშვი და ვის არა, ასეთი რამ იქ არ განსაზღვრულა. ზუსტად არ ვიცი კონკრეტულად, ვინ ანაწილებდა ამ საშვებს, მაგრამ არანაირი მითითება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მეუფე შიოს პოზიციაც ასეთი იყო, რომ ხალხი უნდა იყოს ტაძარში, რადგან პატრიარქის პიროვნება დაკავშირებულია მთელ საზოგადოებასთან, ხალხთან. ჩემზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ ერთმნიშვნელოვანი იყო, როგორც პრემიერის პოზიცია, ასევე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის. არანაირი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საშვი ამას უნდა მიეცეს და ამას არა, არ ყოფილა. გარკვეული მოვალეობა მქონდა ჩემი უწმინდესის წინაშე, უაღრესად დაკავებული ვიყავი და არ დავინტერესებულვარ იმით, ვინ ანაწილებდა საშვებს",-განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო. ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე