რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტია, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტია, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დესნიანსკის რაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. მისივე თქმით, შევჩენკოვსკის რაიონში სამედიცინო დაწესებულება ნაწილობრივ განადგურდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი. თავის მხრივ, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება.

„არის ინფორმაცია, ძალიან უსიამოვნო, კიდევ ერთი მასშტაბური რუსული დარტყმის მომზადების შესახებ. არსებობს დაზვერვის მონაცემები და ჩვენი პრესკონფერენციის შემდეგ, ძალიან სწრაფად დავბრუნდები უკრაინაში ჩემს გუნდთან ერთად. მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად, დაიცვან თავი, შვილები, ოჯახები და გამოიყენონ თავშესაფარი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა