პაატა ზაქარეიშვილი - ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე ფანტასტიკურად მუშაობს და ის არჩევნებამდე გარანტირებულად იქნება - კობახიძემ უფრო კარგად იცის, რა უნდა ივანიშვილს, ვიდრე თავად ივანიშვილმა იცის, მას რა უნდა!

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე ფანტასტიკურად მუშაობს და ის არჩევნებამდე გარანტირებულად იქნება - კობახიძემ უფრო კარგად იცის, რა უნდა ივანიშვილს, ვიდრე თავად ივანიშვილმა იცის, რა უნდა მას! - ეს შეფასება “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

გადაცემაში საუბრის ძირითადი თემა 4 აგვისტოს, მთავრობის მეთაურის მიერ ე.წ. რუსოფობიის თემაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილი იყო. ზაქარეიშვილის განცხადებით, “წერილი კობახიძის უღირსობებს შეესაბამება და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მას დაეწერა“.

ზაქარეიშვილის აზრით, კობახიძის წერილის მთავარი კონცეფციაა, რომ ევროპას საქართველოში აგენტები ჰყავს და მთავარი მტერი სწორედ შიდა აგენტურაა.

ზაქარეიშვილი კობახიძის წერილის შინაარსს არჩევნებისთვის მზადებასაც უკავშირებს.

“ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა საშინელია ტექსტია. არ გინდა რომ წაიკითხო, მაგრამ ამის მიუხედავად, სამ-ოთხჯერ წავიკითხე. გაოგნებული ვარ კობახიძის ცინიზმით, უტიფრობით და კარგად გამართული დემაგოგიით.

ეს დიდხანს ნაფიქრი ტექსტია და მასზე ალბათ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. ეს არის წულუკიანის კომისიის დასკვნისა და პარტიების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გაგრძელება. აქ არის ბევრი პლასტი, მაგრამ მთავარი ღერძია ის, რომ საქართველოს პრობლემები შიდა ქართული პრობლემებია და რუსეთი კონტექსტიდან პრაქტიკულად განდევნილია. ასევე განდევნილია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ძალიან ეშმაკურად ცდილობენ, რომ ის, რაც 2008 წელს მოხდა, რუსეთს არ დაუკარგონ - არ დაუკარგონ, რომ მან განახორციელა ოკუპაცია, მაგრამ ეს იყო“ნაციონალური მოძრაობის“ წინდაუხედავ, გამაღიზიანებელ პოლიტიკაზე პასუხი. არ არის ლაპარაკი არც კოსოვოზე, როცა რუსეთი მუდმივად იმუქრებოდა. არ არის ლაპარაკი არც ბუქარესტის სამიტზე.

2008 წლის ომამდე რუსეთი შიდა ქართულ კონტექსტზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. რუსეთის სულ დასავლეთს ამუნათებდა, რომ იყო ნატოს კოსოვოს აღიარების წინააღმდეგი. რუსეთის მთელი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკის ფაქტორებით იყო განსაზღვრული. წულუკიანის კომისიამ კი საგარეო ფაქტორი პრაქტიკულად გამორიცხა და ყველაფერი საქართველოს შიდა კონტექსტში გადმოიტანა. ამ კონცეფციის გვირგვინია ის, რომ საქართველოში არსებობდა აგენტები, ანტირუსული კამპანიის აგორება ამ აგენტების მეშვეობით ხდება, რასაც შემდეგ რუსული აგრესია მოჰყვება.

“ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება. მას ეშინია, რომ ოპოზიცია მობილიზაციას მოახდენს არა ბოიკოტის გარშემო, არამედ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. “ქართული ოცნების“ მიმართ სიმპათიები არ იზრდება, პირიქით - მცირდება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ თუ ოპოზიცია გონს მოვა და რაღაცას გააკეთებს, არჩევნებზე მეტი განაწყენებული ადამიანი მივა და “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემს ხმას. ამიტომ “ოცნებას“ სურს, რომ ხმა იმ მილიონ 300 ათასი ამომრჩევლიდან აიღოს, ვინც სახლში ზის. ამიტომ აგრძელებენ იმაზე ლაპარაკს, რომ არის მშვიდობის გარანტორი პარტია!

აშკარად ჩანს, რომ პარტიების აკრძალვა არ გამოვა, რადგან პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მართლა ჯოჯოხეთური სანქციები წამოვა. ევროპისთვის ციხეში გაშვება ისეთი დიდი პრობლემა არ არის, როგორც პარტიების აკრძალვა. როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლო იმგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ პარტიების არ აიკრძალება, თუმცა წინ რუსულ ფაქტორს წამოწევენ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ევროკავშირიდან დისტანცირებაა. მისი თქმით, “ოცნებას“ ზოგადად ევროპა არ უნდა და არა 2008 წლის ომის კონტექსტიდან გამომდინარე.

“2022 წლის შემდეგ ევროპა და ევროკავშირი არსებითად შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ “ქართული ოცნება“ ევროპულ ნავში ჩამჯდარიყო და ეთქვა, რომ კი, ევროპა მანამდე ცდებოდა, მაგრამ ახლა სწორად იქცევა და ჩვენ ევროპულ გზაზე ვდგავართ, ხდება პირიქით. აბსურდულ რამეს აკეთებენ - ერთის მხრივ, აკრიტიკებენ ევროპას იმის გამო, რომ 2008 წლის ომის დროს შესაბამისად არ იქცეოდა და ახლა როცა შესაბამისი გახდა, ურტყამენ. ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას“ ზოგადად ევროპა არ უნდა და არა 2008 წლის ომის კონტექსტიდან გამომდინარე. მათი მთავარი ამოცანაა ევროკავშირიდან დისტანცირება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე