სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შიო III

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში).

1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე).

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში.

1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად.

1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

2026 წლის 18 მარტის სინოდმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

2026 წლის 12 მაისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
გიორგი გახარია
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი - პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია - ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან
დავით მათიკაშვილი დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე - მათი ეფექტურობის თვალსაზრისით ბევრი კითხვის ნიშანია - კითხვის ნიშნები რჩება კითხვის ნიშნებად და პარალელურად საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, წამალი არაეფექტურია და მეორე მხრივ, კოლოსალურად ძვირია
ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე - ეს არის ხალხის ფული, რამაც შეიძლება შეგვაკავოს, არის პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ - თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ირაკლი კობახიძე - აბორტების რაოდენობა 39 000-დან 12 000-მდე შემცირდა და ვფიქრობ, ეს ქადაგებების შედეგია - რაც შეეხება კანონმდებლობას, მზად ვართ, ვიმსჯელოთ ეკლესიასთან ერთად
პატრიარქი დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე - ამ შეკრების მიზანია, მათ გარე დამკვეთებს თავები დაათვლევინონ - 4 ოქტომბრის „გადამტრიალებლებს“ ვხედავთ ყველგან, სადაცაა ძალადობა, ზიზღი, ქვეყნის ინტერესების დათმობა
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგადად, ყველა რელიგიისათვის აბორტი მიუღებელია - საკანონმდებლო დონეზე ასეთი საკითხი არ განიხილება და ეჭვი მაქვს, რომ ალბათ არც მოხდება ამ საკითხის სამართლებრივ დონეზე დაყენება
თენგიზ შარმანაშვილი - ჩემი პოზიცია იქნება ის, რომ ვიდრე საკანონმდებლო ნაბიჯებს გადავდგამთ, ალბათ, საჭირო იქნება პატრიარქთან შეხვედრა და მისი არგუმენტაციის მოსმენა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
სალომე ზურაბიშვილი პატრიარქ შიო III-ის განცხადებაზე - ასეთი ოჯახი განწირულია? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი - იმედს რომ არ ტოვებს, არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის?
გიორგი სიორიძე - გასაგებია, სულიერმა მამამ მოუწოდოს მრევლს სამი და მეტი შვილი ჰყავდეთ, მეორე საკითხია, როგორ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სიდუხჭირეში, რამდენად შეუძლიათ ოჯახებს ბავშვებისთვის მინიმალური პირობების შექმნა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდა
პატრიარქი - ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა -  ეს არის თავგანწირული სიყვარული
პატრიარქი - თუ არ გამოვასწორეთ დემოგრაფიული მდგომარეობა, გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით ლამაზ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები - თუ ასე გავაგრძელეთ, საშიშროება რეალურია, რომ რიცხობრივად ქართველობას გადააჭარბონ
შიო III - თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი, ასეთი ოჯახი განწირულია - სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება
ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა