ლევან გოგიჩაიშვილი
14.07.2025 / 09:02
ყოფილი დეპუტატი
ლევან გოგიჩაიშვილი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხით 2005 წელს.

2001 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში (MMU), სადაც ეკონომიკის საფუძვლები შეისწავლა; 2004-2006წწ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; 2006-2009წწ. "თანასწორობის ინსტიტუტის" გამგეობის წევრი; 2009 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით, სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა; 2013 წლიდან "კავკასიის სამართლის სკოლის" დოქტორანტი; 2013-2014წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის თავჯდომარე; 2014-2015წწ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2014 წელს პროექტ "სასამართლოს მონიტორინგის" კოორდინატორი; იმავე წელს გერმანიის ქალაქ გურმერბახში "ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა" გაიარა; 2015-2016წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან არსებული "წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი კომისიის“ წევრი; 2016 წელს კოორდინაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" პროექტის - "საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის" განხორციელებას.

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020);

· საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-).

ლევან გოგიჩაიშვილი - ოპოზიციურ მოძრაობას, რვავე პარტიას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ჰქვია - ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ, ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცებმა თქვეს: „მშვიდობიანად დავამხობთო“
წალენჯიხის მერია - არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ „ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ეს მათი მმართველობის ლეგიტიმაციის ძირითადი საფუძველია - ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა
ნინო ლომჯარია - თუ გახარიას და „ლელოს“ ამდენი საერთო ჰქონდათ, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? - არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არა, უპასუხისმგებლობა, საპროტესტო სტრატეგიის საბოტაჟი და ლანგარზე მირთმეული საჩუქარია „ოცნებისთვის“
ანა წითლიძე - ლევან გოგიჩაიშვილისგან მორალის კითხვას ვერ ავიტანთ - სანამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რამეს იტყვის, პირი კარგად გამოირეცხოს
ლევან გოგიჩაიშვილი - „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია და ამას მხარს ვუჭერ - საერთო, ნეიტრალური კანდიდატები უნდა დავაყენოთ - რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი დამოკიდებულება არ მაინტერესებს
ლევან გოგიჩაიშვილი - ჩორჩანაში გეგმის საბოტაჟზე პირველად მეც გუშინ მოვისმინე, ეს “იმ მინისტრების” ნამუსზე იყოს, გახარია უკვე პრემიერი იყო - უნდა ჩამოეტყავებინა თუ არა ამის გამო გახარიას გომელაური? მე ჩამოვატყავებდი
გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის ნაწილია
გიორგი გახარია მანდატების შეჩერებაზე - ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12-ვე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს
პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე, კენჭს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან
ლევან გოგიჩაიშვილი - გახარია ჩამოვა თუ არა, ამაზე თავი იმტვრიოს სუს-მა, ჩოჩიევის სახელობის კომისიაში კი ზის თეა ჩოჩიევი, წულუკიანს აღარ დავუძახებ - გამოსავალია მერობის საერთო კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი მოიგებს
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
ლევან გოგიჩაიშვილი - სოზარ სუბარი აპატიმრებინებს ოქრუაშვილს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო, მისი მოსამსახურე იყო და დღეს იჭერს - უბრალოდ მინდა ვუთხრა: არ გრცხვენია? რას აკეთებ?
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოკითხვაზე უნდა დაიბაროს ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, რომლის სახელიც  მუხროვანის ე.წ. ამბოხის საქმეში ფიგურირებს
ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა