მამუკა ხაზარაძე გიგი უგულავას დაკავებაზე - ეს არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კაცის მოქმედება - ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ჩვენი უსამართლო სასამართლო, იქნება ძალიან სერიოზულად გაპროტესტებული, - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიგი უგულავას დაკავებას.

მისივე თქმით, ეს არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ბიძინა ივანიშვილის მოქმედება.

„გაჟღერდა ივანიშვილის პირადი ადვოკატისა და პირადი პროკურორის მიერ გამოტანილი სასჯელი - რომელიც ახლა უკვე მოსამართლის ამპლუაში მოგვევლინა. ეს არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ყველა სამართლებრივი ჩარჩოდან. მე მგონი, ეს არის უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კაცის მოქმედება - ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში. შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ჩვენი უსამართლო სასამართლო, იქნება ძალიან სერიოზულად გაპროტესტებული. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა მას არსად არ მიიყვანს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?