პარლამენტში პოლიტიკური დებატები დღეს გაიმართება

პარლამენტში პოლიტიკური დებატები დღეს გაიმართება. დებატები გუშინ, 24 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა დღეისთვის გადაიდო.

ამასთან, დღეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება "მინისტრის საათი".

როგორც პლენარული სხდომის დასრულებისას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კონსულტაციების შედეგად არის წინადადება, რომ პოლიტიკური დებატები 25 მაისს დილით გაიმართოს.

ამასთან, 25 მაისის პლენარულ სხდომაზე ასევე გაიმართება "მინისტრის საათი“.

პოლიტიკური დებატები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზეა მოწვეული.

აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური დებატების გამართვის ინიციატივა “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატებს ეკუთვნით. დებატებში პარლამენტში წარდგენილი ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

პოლიტიკური დებატები პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით ინიშნება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისადმი წარდგენილ შესაბამისს მოთხოვნას ხელს აწერენ პარლამენტის წევრები: - გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე, გრიგოლ ვაშაძე, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ტარიელ ნაკაიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან იოსელიანი, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკელია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, აკაკი მინაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ჰერმან საბო, გუბაზ სანიკიძე, ზაალ უდუმაშვილი, სულხან სიბაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, თამარ ჩარკვიანი, შალვა შავგულიძე, ცეზარ ჩოჩელი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, დილარ ხაბულიანი, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, იაგო ხვიჩია და თემურ ჯანაშია.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება