შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაკვირდებით და დავაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას დაგმობს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე ახალი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართ ძალადობის ფაქტს დღემდე არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია.

გარდა ამისა, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო 10 წელიწადის განმავლობაში, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო და ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არეულობის უფლებას არავის მისცემს.

„თუკი ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველზე, ვგულისხმობ სოზარ სუბარს, სპეცრაზმელის ხელით ძალადობდა, ახლა კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის მონაწილეთა ხელით ძალადობდა ახალ სახალხო დამცველზე. სამწუხაროა, რომ არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ძალადობას დღემდე არ გამოხმაურებია და არ დაუგმია ეს ქმედება. ჩვენ ვაკვირდებით და დავაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას დაგმობს.

ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ ასეთი რადიკალიზაცია არ დაუშვას. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 10 წელიწადის განმავლობაში მშვიდობა უზრუნველყო, აქ მხოლოდ გარე მშვიდობას არ ვგულისხმობთ. აქ საუბარია სამოქალაქო მშვიდობაზე. ყველას აზრი მნიშვნელოვანია და ჩვენ ვართ ღია საზოგადოება, სადაც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს. ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არეულობის უფლებას არავის მისცემს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ჩართულები არიან პირდაპირ ზიზღის კამპანიაში, „რომელიც არაფერი არაა გარდა ფაშიზმისა და ბოლშევიზმისა“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 7-8 მარტის მოვლენებიდან ამდენი დღე გავიდა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არის ნულოვანი რეაგირება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ [7-8 მარტს] იყო ახალგაზრდების ჯგუფი ჩართული, რომელიც სწორედ აგრესიით გამოირჩეოდა როგორც პოლიციელების მიმართ, ისე პარლამენტის შენობის დაზიანების მხრივ და ეს ვნახეთ პირდაპირ ეთერში. ამაზე თვალის დახუჭვა როგორ შეიძლება და მეორე, ჩვენ ვხედავთ ახლა მიმდინარე ზიზღის კამპანიას და არაერთხელ გავუსვი ამას ხაზი. ეს არის ფაშიზმი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ადამიანებისგან, რომელსაც თავი მოაქვთ, თითქოს, რაღაც ადამიანის უფლებებზე და ა.შ მუშაობენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები ფაშისტურ კამპანიაში ახლა, როდესაც ხდება ადამიანების გარიყვისკენ მოწოდება, მათი ჩარეცხვისკენ, მოკვეთისკენ და კეთროვანებად წარმოჩენა. ეს არის ის, რაც 100 წლის წინ ხდებოდა ზოგ ქვეყანაში. ის, რაც ასი წლის წინ საქართველოშიც მოხდა ბოლშევიკების ხელით, როდესაც პროფესორებს არ უშვებდნენ უნივერსიტეტებში. ასი წლის თავზე ამას იმეორებს ის ხალხი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ რაღაც საკითხებში არიან ჩახედულები. ამდენი დღე გავიდა და ამ ფაშისტურ კამპანიას არ წყვეტენ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ვინც არ მოსწონთ გარიყონ. რეაგირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არის ნულოვანი. ვერ ვნახე ვერცერთი განცხადება, უფლებადამცველებს, რომ ეძახიან თავს, რომელიც დაგმობდა ამ კამპანიას, გამოავლენდა მათ შორის ამ კამპანიის ავტორებს და გაემიჯნებოდა ამ კამპანიას. პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ჩართულები არიან პირდაპირ ზიზღის კამპანიაში, რომელიც არაფერი არაა გარდა ფაშიზმისა და ბოლშევიზმისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვაკვირდებით და დავაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას დაგმობს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე ახალი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართ ძალადობის ფაქტს დღემდე არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია.

გარდა ამისა, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო 10 წელიწადის განმავლობაში, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო და ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არეულობის უფლებას არავის მისცემს.

„თუკი ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველზე, ვგულისხმობ სოზარ სუბარს, სპეცრაზმელის ხელით ძალადობდა, ახლა კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის მონაწილეთა ხელით ძალადობდა ახალ სახალხო დამცველზე. სამწუხაროა, რომ არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ძალადობას დღემდე არ გამოხმაურებია და არ დაუგმია ეს ქმედება. ჩვენ ვაკვირდებით და დავაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას დაგმობს.

ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ ასეთი რადიკალიზაცია არ დაუშვას. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 10 წელიწადის განმავლობაში მშვიდობა უზრუნველყო, აქ მხოლოდ გარე მშვიდობას არ ვგულისხმობთ. აქ საუბარია სამოქალაქო მშვიდობაზე. ყველას აზრი მნიშვნელოვანია და ჩვენ ვართ ღია საზოგადოება, სადაც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს. ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არეულობის უფლებას არავის მისცემს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ჩართულები არიან პირდაპირ ზიზღის კამპანიაში, „რომელიც არაფერი არაა გარდა ფაშიზმისა და ბოლშევიზმისა“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 7-8 მარტის მოვლენებიდან ამდენი დღე გავიდა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არის ნულოვანი რეაგირება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ [7-8 მარტს] იყო ახალგაზრდების ჯგუფი ჩართული, რომელიც სწორედ აგრესიით გამოირჩეოდა როგორც პოლიციელების მიმართ, ისე პარლამენტის შენობის დაზიანების მხრივ და ეს ვნახეთ პირდაპირ ეთერში. ამაზე თვალის დახუჭვა როგორ შეიძლება და მეორე, ჩვენ ვხედავთ ახლა მიმდინარე ზიზღის კამპანიას და არაერთხელ გავუსვი ამას ხაზი. ეს არის ფაშიზმი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ადამიანებისგან, რომელსაც თავი მოაქვთ, თითქოს, რაღაც ადამიანის უფლებებზე და ა.შ მუშაობენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები ფაშისტურ კამპანიაში ახლა, როდესაც ხდება ადამიანების გარიყვისკენ მოწოდება, მათი ჩარეცხვისკენ, მოკვეთისკენ და კეთროვანებად წარმოჩენა. ეს არის ის, რაც 100 წლის წინ ხდებოდა ზოგ ქვეყანაში. ის, რაც ასი წლის წინ საქართველოშიც მოხდა ბოლშევიკების ხელით, როდესაც პროფესორებს არ უშვებდნენ უნივერსიტეტებში. ასი წლის თავზე ამას იმეორებს ის ხალხი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ რაღაც საკითხებში არიან ჩახედულები. ამდენი დღე გავიდა და ამ ფაშისტურ კამპანიას არ წყვეტენ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ვინც არ მოსწონთ გარიყონ. რეაგირება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არის ნულოვანი. ვერ ვნახე ვერცერთი განცხადება, უფლებადამცველებს, რომ ეძახიან თავს, რომელიც დაგმობდა ამ კამპანიას, გამოავლენდა მათ შორის ამ კამპანიის ავტორებს და გაემიჯნებოდა ამ კამპანიას. პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ჩართულები არიან პირდაპირ ზიზღის კამპანიაში, რომელიც არაფერი არაა გარდა ფაშიზმისა და ბოლშევიზმისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის