პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - ის, რასაც „ნაცები“ ებრძვიან, ზოგადქრისტიანული ღირებულებებია - გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ, ამიტომ ჩარეცხეს ინტელექტუალური ელიტა, ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში

სინამდვილეში, ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. ის, რასაც „ნაცები“ ებრძვიან არა „ჩამორჩენილი“ და „რეტროგრადული”, არამედ ზოგადქრისტიანული ღირებულებებია, რომლებიც მოყვასის სიყვარულითაა ნაკარნახევი და რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეისისხლხორცა და ეროვნულ ღირებულებებად აქცია, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა კამპანიას, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამიტომ არის "ნაცობა" არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავსმოხვეული იდეოლოგია.

მისი თქმით, ამიტომ ისინი რაც არ უნდა ეცადონ კონსტრუქციების გადალაგებას, პარტიების დაშლა-აწყობას, მედიების გაყოფა-შერწყმას, ენჯეოების სახელების გადარქმევას, ბოლოს მაინც ერთი პოლიტიკური ფრანკენშტეინი გამოსდით, რომელსაც, მართალია, აქვს ხელიც, ფეხიც, ცხვირიც ადამიანს მიუგავს, მაგრამ მას არ აქვს ადამიანური სული, ხელოვნური და უცხოა.

,,ამიტომ პარადოქსია, როდესაც ნაციონალები ამ ღირებულებებს „ევროპის“ სახელით ებრძვიან, რადგან სინამდვილეში სწორედ ესაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ - ქრისტიანულ სიკეთეზე აღმოცენებული საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა, შევიწროება, დაცინვა, ამპარტავნება - ანუ ყველაფერი, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი მიმდევრები განასახიერებენ. ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად" იქცნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცების სულისკვეთება არ გაიზიარეს. საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ, ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ, ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში. ამიტომ არის "ნაცობა" არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავსმოხვეული იდეოლოგია. ამიტომ არის, რომ რაც არ უნდა ეცადონ კონსტრუქციების გადალაგებას, პარტიების დაშლა-აწყობას, მედიების გაყოფა-შერწყმას, ენჯეოების სახელების გადარქმევას, ბოლოს მაინც ერთი პოლიტიკური ფრანკენშტეინი გამოსდით, რომელსაც, მართალია, აქვს ხელიც, ფეხიც, ცხვირიც ადამიანს მიუგავს, მაგრამ მას არ აქვს ადამიანური სული, ხელოვნური და უცხოა. ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები სინამდვილეში რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა დავრჩეთ საზოგადოებად, სადაც: - მადლიერება ქცევის ნორმაა - სადაც ეკლესია საზოგადოების შეკავშირების ძალაა - სადაც ვუფრთხილდებით მორალურ და ინტელექტუალურ ავტორიტეტებს - სადაც ყველა ქართველი შენიანია და არა მხოლოდ ის, ვინც შენს "ბაბლშია" - სადაც ძალადობა და შევიწროება, დაცინვა და ზიზღი უარყოფილია. ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა არის საქართველო”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის