პრეზიდენტი - ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა - ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, რეპრესიებს

ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას რევანშს და რეპრესიებს ჰპირდება.

„ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერი უთხრა და არაფერი ახსნა, რატომ გადაახვევინა კურსიდან, იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ქვეყანა იზოლაციაში ჩააყენა, ეს ქვეყანა დაასუსტა - გაერთიანებული ქვეყანა. სტატუსის მიღების დღეები ხომ არ დაგვავიწყდა? - რა ბედნიერება იყო ხალხში და ყველა ყველას ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის, რომ უაზრო და არასაჭირო კანონი შემოიტანა, რატომ? ვინმეს უთხრა? ჩვენ მისგან ორი დიდი სიტყვა ვიცით, რომელიც ალბათ, მისი დაწერილიც არ არის, ორი დიდი სიტყვა, რომელიც მტრულად არის განწყობილი, ჯერ ერთი, ჩვენი პარტნიორების მიმართ და მეორეც, ერთი საზოგადოების მიმართ. ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, პირდაპირ რეპრესიებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში