პაატა მანჯგალაძე ე.წ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე - „ქართული ოცნების“ ფარისევლური ნაბიჯი და წინასაარჩევნო პიარია - მათ ვურჩევ, კვირაობით ეკლესიაში იარონ

„ქართული ოცნების“ ფარისევლური ნაბიჯი და წინასაარჩევნო პიარია, რომ ჩემს მეგობრებს და მრევლს, თემა მიჰყიდონ, თითქოს ესენი რაღაცის დამცველები არიან - ვურჩევ, კვირაობით ეკლესიაში იარონ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ე.წ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინტერნეტის თაობის პირობებში, როცა მას ძირითადად, ახალგაზრდები იყენებენ, რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ფარისევლობაა.

“ვნახეთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან განერვიულებული და გაღიზიანებული არიან. ბუნებრივია, რომ მათი ცრუ პროპაგანდა ვერ აღწევს საბოლოო მიზანს. ჩვენ შეგვიძლია, Google-ს საძიებო სისტემაში შევიდეთ და ვნახოთ, რომ პროპაგანდასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” ამოვარდება. უფრო მეტიც, ინტერნეტის თაობის პირობებში, როცა ძირითადად, ახალგაზრდები ინტერნეტს იყენებენ, რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ფარისევლობაა, რადგან ინტერნეტს ვერავინ შეზღუდავს. ამიტომ, ესეც “ქართული ოცნების” ფარისევლური ნაბიჯი და წინა საარჩევნო პიარია, რომ ჩემს მეგობრებს და მრევლს, თემა მიჰყიდონ, თითქოს ესენი რაღაცის დამცველები არიან. ქრისტიანობაზე უკეთესი დამცველი არ ჰყავს ჩვენს ოჯახებს. ვურჩევ, კვირაობით ეკლესიაში იარონ [“ქართული ოცნების” წევრებმა]”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა