„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
სალომე სამადაშვილი

საქართველოს სამი მოწვევის (2004, 2016, 2020) პარლამენტის წევრია. 2022 წელს შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი და პოლიტიკური მდივანია. დაამთავრა ალეგენის კოლეჯი, აშშ, (ბაკალავრის ხარისხი, პოლიტიკური მეცნიერება და ფილოსოფია) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი (მაგისტრატურა, საკონსტიტუციო სამართალი) და ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი, აშშ, (მაგისტრატურა, სახელმწიფოს მართვა).

2024 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტიკური მეცნიერების დარგში საქართველოს უნივერსტეტში ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის თემაზე. არის ბრიუსელის ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის აკადემიური საბჭოს წევრი.

2016-2020 წლებში სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2005-2013 წლებში კი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.

როგორც ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, იგი ზედამხედველობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების წარმატებულ მოლაპარაკებებს. საქართველოს წინაშე გამორჩეული სამსახურისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, 2015 წელს სალომე სამადაშვილი იყო აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორი (მალტა-ტრიპოლი, ლიბია).

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სამი წიგნის ავტორი.

სალომე სამადაშვილი - კობახიძის გამოსვლამ გაეროში ნათელი გახადა, რომ საქართველო ჩახსნილია ევროპული დღის წესრიგიდან, ეს იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა - ოკუპაციის ხსენება კი ზრდილობისთვის იყო, რათა ვინმეს ეთქვა: „ხომ ახსენა!“
სალომე სამადაშვილი - ციხეში გასტუმრებული ღარიბაშვილის გამოსვლებზე უფრო დაბალი დონის გამოსვლა ასე შეიძლება შეფასდეს: „საქართველო არის ტერიტორია, რომელსაც ივანიშვილი აკონტროლებს, თუ რამე გინდათ ამ ტერიტორიაზე, გვესაუბრეთ - ეს იყო უშინაარსო და პროვინციული
სალომე სამადაშვილი - თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა
სალომე სამადაშვილი - პაპუაშვილის პირით გაჟღერებული განცხადება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხელყოფას, არის კრემლში დაწერილი, რუსული პროპაგანდა - სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა
სალომე სამადაშვილი - თუ კანადა ევროკავშირთან ასოცირების ფორმატში გაერთიანდება, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ გლობალური ეკონომიკური მასშტაბის ცვლილება იქნება
სალომე სამადაშვილი - სისტემა ჩამოშლილია, რამდენ ხანს გაძლებს სუს-ის ახალი უფროსი? კომიკურია, რომ არ იყოს ტრაგიკული - რაც შეეხება პარტიებს, ვერავის აკრძალავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ვადა ეწურებოდა, გახარიას პარტიის დამატებით თავიდან იწყება ათვლა
სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, კობახიძემ იმიტომ გადაწყვიტა, წელს გაეროს ტრიბუნით ისარგებლოს, რომ სავარაუდოდ, მანაც იცის, ეს არის მისი უკანასკნელი შანსი ცხოვრებაში, ამ ტრიბუნაზე გამოვიდეს
სალომე სამადაშვილი - არაფერი უკეთ არ აღწერს, „ქართული ოცნების“ შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ
სალომე სამადაშვილი - მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა ბიძინას კარზე, ეს აჩვენებს, რომ ივანიშვილი ჩიხშია შესული - მდინარაძის წასვლა პროცესის დასაწყისია და არა დასასრული
სალომე სამადაშვილი - აღმოჩნდა, რომ რუსეთისა და ირანის გარდა, ჩინეთიც სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან თავის არიდების მიზნით, მაგრამ ზაფხულია, ვერ მოიცალა ჯერ აშშ-მა ივანიშვილთან „გადატვირთვისთვის“
სალომე სამადაშვილი - ივანიშვილმა საქართველო, რომელიც ყველაზე მყარი მოკავშირე და სანდო პარტნიორი იყო დასავლეთისთვის რეგიონში, რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ აქცია
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი, „ამ რეჟიმის პირობებშიც კი, წარმოუდგენელი უკანონობა და სისასტიკეა“
სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ მშვენივრად იციან, რასაც ითხოვს ევროკავშირი -  სიმართლე წამოსცდათ, როდესაც თქვეს, რომ მზად არიან ისაუბრონ აგენტების კანონზე
სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარია დღეს წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია - განსაკუთრებით მაინტერესებს მაკა ბოჭორიშვილის და თეა ახვლედიანის აზრი, რომლებიც მეგობრობდნენ მასთან: ღამე როგორ გძინავთ?
სალომე სამადაშვილი - სანამ „ოცნების“ ხელისუფლება უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულმოდგინედ ცდილობს, ბრიუსელში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ახალი პროექტი იწყება - მალე უნდა დასრულდეს სირცხვილი, რასაც დღევანდელი რეჟიმი წარმოადგენს
გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში