საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვულოცავ კაროლ ნავროცკის, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას გააგრძელებს
-202 წუთის წინ
02.06.2025 / 12:16

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორს, კონსერვატორ კაროლ ნავროცკის

12345678910111213
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ირაკლი ნადირაძე - არჩევნებზე კრემლშიც და „ქართულ ოცნებაშიც“ ერთნაირად ნერვიულობენ - რუსეთში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს

კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს, ამიტომ შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში ფერად რევოლუციას ამზადებენ.

ნადირაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე კრემლშიც და „ქართულ ოცნებაშიც“ ერთნაირად ნერვიულობენ.

„ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და კრემლში ერთნაირად ნერვიულობენ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ მათი პარტნიორი, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხთან ამ არჩევნებს აგებს. ამიტომ შემთხვევითი არ არის კამპანიის ის დეზინფორმაციული ნიაღვარი, რომელიც მოემართება კრემლის მხრიდან და ატაცებული აქვთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის, ვნახეთ, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები, რომელიც რუსულ მედიაარხებზე მთავარი მოქმედი პირი გახდა, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთი-ერთზე სხედან ერთსა და იმავე პროპაგანდაზე და კრემლი ღიად გულშემატკივრობს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ არჩევნებში გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, რომელსაც აღარ უნდა რუსულ ჭაობში ცხოვრება, რომელსაც უნდა უკეთესი ევროპული მომავალი. შესაბამისად, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ისეთი არჩევანის, რომელიც ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ, უკეთესი მომავლისკენ, რათა ხალხს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ყველა ის სიკეთე, რის მისაღებადაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად ტოვებს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს