ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ განუცხადა CNN-ს სამხედრო ჩინოვნიკმა და დასძინა, რომ მათი უმეტესობა ჩამოაგდეს.
საქართველო სამმაგი კრიზის წინაშე დგას: დემოკრატია სუსტდება; სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ექცევა; გეოპოლიტიკურად, ევროპიდან რუსეთისა და ჩინეთისკენ მივდივართ - და, როგორც ჩანს, არავის შეუძლია ამის გაჩერება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატში გამოსვლის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
საქართველოს პარლამენტთან ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ამ დროისთვის, შსს მხოლოდ 4 დაკავებულის შესახებ ადასტურებს ინფორმაციას.
აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განხილვა დაიწყო. პარლამენტის შენობაში და მის გარეთ, ხმაურისა და პროტესტის ფონზე კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებულ ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.