საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516
123
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
208
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
თბილისის დროშა და გერბი შესაძლოა, შეიცვალოს

თბილისის დროშა და გერბი შესაძლოა, შეიცვალოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ განუცხადა.

ჩხეიძის განმარტებით, დედაქალაქის დღეს არსებული დროშა და გერბი ჰერალდიკურ კანონიკაში არ ჯდება.

„70 მუნიციპალიტეტის გერბი შესრულებულია სრული ჰერალდიკური პრინციპების დაცვით, მაგრამ თბილისის გერბი არ ჯდება ჰერალდიკურ კანონიკაში. შესაბამისად, ახლა მერია და საკრებულო მუშაობს ახალი გერბის და დროშის შექმნაზე. კომისია უკვე შემდგარია და პროცესიც დაწყებულია. ემირ ბურჯანაძის შესრულებული ემბლემა დარჩება, მაგრამ გაიმართება გერბი და დროშა. ერთ-ერთი მთავარი ჰერალდიკური წესია, როდესაც თეთრ ველზე, ვერცხლის ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლო, ეს კანონიკის სრული დარღვევაა. ერთადერთი გამონაკლისია ქრისტეს იერუსალიმის ჯვრის სიმბოლიკა. თანამედროვე მსოფლიო იცავს ამ კანონიკას, რომ თეთრის და ოქროს შეხება ერთმანეთთან სრულიად მიუღებელია. დედაქალაქის დროშაზე პირდაპირ ეს არის დატანილი. ამიტომ ბევრისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გვაქვს ასეთი დროშა, მაგრამ 1989 წელს, როდესაც ეს დროშა შეიქმნა, დიდი მიღწევა იყო იმ დროისთვის, რადგან მასზე გამოსახულია ჯვარი. საბჭოთა დროს ჯვარგამოსახული დროშა დიდი მიღწევა იყო, თუმცა, დღეს ეს კანონიკაში არ ჯდება“, - განაცხადა ჩხეიძემ და დასძინა, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა დაასრულა სიმბოლოების შექმნა, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა, რომლებიც ქალაქიდან ისევ თემებად გარდაიქმნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას