აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, რომელიც 2 ივნისს
სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს, - ასე ეხმაურება "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.
„ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის რიგ მედიებში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შეუთავსებლები არიან ევროკავშირის ღირებულებებთან.
მისი განცხადებით, ელჩის ამ სამარცხვინო განცხადებას დაუყოვნებლივ სჭირდება განმარტება.
„ამ აღმაშფოთებელ, სამარცხვინო და შემზარავ განცხადებას დაუყოვნებლივ სჭირდება განმარტება!
იმედი მინდა დავიტოვო, რომ ეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედიის მორიგი ყალბი ამბავია“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.