საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

დიმიტრი ცქიტიშვილი ნიკა მელიაზე - მხოლოდ პოლიტიკური მიზეზის გამო არის დაპატიმრებული - შეიძლება აღარც აწყობს “ქართულ ოცნებას” ოპონენტი ციხეში, მაგრამ ჩიხში შევიდა და იძულებულია
-236 წუთის წინ
29.05.2025 / 22:59

მე არ შემიძლია, პატიმრის მიმართ არ მქონდეს გულწრფელი სოლიდარობის განცდა, მითუმეტეს პოლიტიკოსის, რომელიც, ამ

1234567891011121314151617181920212223
12345678
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთი დათმობას არ აპირებს, არც სამშვიდობო გეგმაა წარმოდგენილი - ზელენსკიზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მაქსიმალურ დათმობაზე დაითანხმონ - გარანტიებია მთავარი და აუცილებელია ადგილზე ევროპული ძალები იყვნენ

რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს, არც რაიმე სამშვიდობო გეგმაა წარმოდგენილი. ახლა ზელენსკიზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მაქსიმალურ დათმობაზე დაითანხმონ - გარანტიებია მთავარი და აუცილებელია ადგილზე ევროპული ძალები იყვნენ,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

გარდა ამისა, ბატიაშვილის თქმით, „რუსეთი და შეერთებული შტატები უკრაინის საკითხზე ვერ მოილაპარაკებენ ისე, თუ იქ უკრაინა და ევროპის ქვეყნები არ იქნებიან წარმოდგენილები“.

„ზეწოლა, რა თქმა უნდა, არის. ეს გამოწვეულია იმით, რომ ტრამპს ჰქონდა წინასაარჩევნო დაპირება ცეცხლის ძალიან მალე შეწყვეტაზე. ერთ დღეში შეწყვეტას ჰპირდებოდა ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, ვერც ერთ დღეში და ვერც ერთ თვეში ეს ვერ მოხერხდებოდა. ასევე, დავინახეთ, რომ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს. არც რაიმე გეგმაა წარმოდგენილი. ვინმეს უნახავს რაიმე სამშვიდობო გეგმა მუხლების მიხედვით გაწერილი? ასეთ გეგმა არ არსებობს. ახლა ზელენსკიზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მაქსიმალურ დათმობაზე დაითანხმონ. აქ მთავარი არის არა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი (ეს შედარებით ადვილი საკითხია), არამედ გარანტიების. ჩვენ ვიცით, როგორი არასანდო პარტნიორია რუსეთი, რამდენჯერ არაფრად ჩააგდო ხელმოწერილი შეთანხმებები, ჩვენთან მიმართებითაც. ასევე უკრაინასთან მიმართებით. რუსეთი არაა სანდო და ამიტომ ზელენსკი ითხოვს გარანტიებს და ეს საკითხია მთავარი. ევროპელებიც მსჯელობენ და ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ლონდონში გაიმართა, ამ საკითხზე მიდის მსჯელობა, რომ აუცილებელია ადგილზე იყვნენ ევროპული ძალები, რომლებიც აღარ მისცემენ რუსეთს, შემდგომში საბრძოლო მოქმედებების განახლების საშუალებას, რუსეთს ახლა ეს პაუზა სჭირდება, რომ ძალები მოიკრიბოს და შემდეგ ახალი ძალებით შეუტიოს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა შანსი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვერ შედგეს, ბატიაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფრის შანსი არსებობს, თუმცა „ძალიან მცირეა შანსი, რომ რუსეთი რაიმე სახის რეალურ მშვიდობაზე დათანხმდეს“.

„შანსი ყველაფრის არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველანაირი კონფიგურაცია შეიძლება დაჯდეს, მაგრამ ძალიან მცირეა შანსი, რომ რუსეთი რაიმე სახის რეალურ მშვიდობაზე დათანხმდეს. შეიძლება ეს ვერბალურად ხშირად განაცხადოს, რომ მშვიდობის მომხრეა, მაგრამ მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არასდროს ემთხვევა ხოლმე. პუტინი გრძნობს იმ სისუსტეს და ბზარს, რომელიც დასავლეთში გაჩნდა და ცდილობს, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. რამდენად გამოუვა ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ყველანაირად შეეცდება“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარ კამათს, ბატიაშვილი ამბობს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, წინასწარ იყო თუ არა ეს დაგეგმილი, რადგან მომხდარი შეიძლება კარგიც იყოს.

მისი თქმით, გამომჟღავნდა საკითხები, რაზე საუბარსაც ყველა გაურბოდა.

„მინერალებზე შეთანხმება არაა საკითხი, რომელსაც მინისტრების დონზე ვერ მოაწერდნენ. თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც პიჯაკებზე დაიწყეს საუბარი. ჟურნალისტიც არ იყო ის ადამიანი, ვინც ჰკითხა [პიჯაკზე], ბლოგერი იყო და თავისი პირადი კავშირების გამო შეძლო იქ მოხვედრა. ეს კითხვა ცოტა ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან. ამას [იყო თუ არა წინასწარ დაგეგმილი] გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, ზოგი ჭირი მარგებელია პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება კარგიც იყო, გამოამჟღავნა ის საკითხები, რომელსაც ყველა გრძნობდა და მაინც ყველა გაურბოდა ამაზე საუბარს. თუ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ისრაელმა 100%-ით გაზარდა საკუთარი სამრეწველო პროდუქციის გამოშვება, ევროპამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 30%-ით გაზარდა მაშინ, როდესაც ეს ომი ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს. ახლა, ლონდონში გადაწყდა შეიარაღების მიწოდების გაზრდაც, უფრო მეტი კოორდინაცია, თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. გამოფხიზლების თვალსაზრისით, ეს კარგი იყო, რათა ევროპას კიდევ ერთხელ შეეგრძნო, რომ საკუთარი უსაფრთხოება თვითონ უნდა უზრუნველყოს. ჩვენთვისაც არის კარგი, რომ ევროპა იქნება არა მხოლოდ ე.წ. რბილი ძალა, არამედ სამხედრო პოლიტიკური ძალა და შეერთებული შტატებისგან ავტონომიურობის მაღალი ხარისხით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილმა ასევე ისაუბრა ზელენსკის მიმართ კრიტიკაზე, რომ ის უკრაინის მიმართ დახმარების გამო ამერიკის შეერთებული შტატების მადლიერი არაა. მისი თქმით, „შარის მოდება ყველაფერზე შეიძლება“.

„ამერიკელმა ჟურნალისტებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ 37 თუ 38-ჯერ აქვს მადლობა ნათქვამი. მადლობების დათვლა, რა ამოჩემებაა არ ვიცი. ბოლო ინტერვიუებშიც, ზელენსკიმ მადლობა გამოხატა. ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, პიჯაკი რატომ არ გაცვია და ჰალსტუხი რატომ არ გიკეთია. შარის მოდება თუ გინდა, ყველაფერზე შეიძლება. იმაზეც საუბრობდნენ, ზელენსკისთან მოლაპარაკება არ შეიძლება და უნდა შეიცვალოსო. ამას უკრაინელი ხალხი წყვეტს და ვერავინ გადაწყვეტს, ვინ იქნება უკრაინის ხელმძღვანელობა, თუ არა უკრაინის მოქალაქეები. აქამდე არსებობდა რუსეთის იმედი და გეგმა, რომ არჩევნების გზით ზელენსკი შეეცვალა და „ქართული ოცნების“ მსგავსი ძალა მოეყვანა უკრაინაში, რომელიც სულ მშვიდობაზე ილაპარაკებდა და იმაზე, რომ რუსეთს უნდა დაელაპარაკონ, დაუთმონ და ასე შემდეგ, ბოლო მოვლენების ფონზე ზელენსკის რეიტინგი ისე გაიზარდა, რომ ძნელად წარმოსადგენია იქ მსგავსი სცენარის გამეორება, რაც საქართველოში 2012 წელს მოხდა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპის გადაიარაღების გეგმას, რომელიც დღეს უნდა გასაჯაროვდეს.

მისი თქმით, „მთავარია, რომ პროცესი დაიწყო და შემდეგ ნაბიჯებსაც დავინახავთ”.

„1 და 2 დღეში სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ამოქოქვას ვერ შეძლებენ. დროა საჭირო, მინიმუმ რამდენიმე თვე იქნება პერიოდი, როდესაც დავინახავთ, როგორ ამუშავდა ევროპა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა