საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

რასა იუკნევიჩიენე - კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს - საქართველოში ვითარება უარესდება, ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ
-236 წუთის წინ
29.05.2025 / 22:35

ამ წამს კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია ქუჩაში დააკავეს, საქართველოში ვითარება უარესდება. ამის

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ანრი ოხანაშვილი
იუსტიციის მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მამუკა გამყრელიძე - არ ვიცი კონკრეტულად ვინ დადიოდა და ლაპარაკობდა, მაგრამ ევროკავშირის სტრუქტურებში იყო საუბრები და განსხვავებული აზრები სტატუსთან დაკავშირებით - სახელები და გვარები ნამდვილად არ მინდოდა გამეგო

არ ვიცი კონკრეტულად ვინ დადიოდა და ლაპარაკობდა, მაგრამ მე, არც პირველი ვარ და, არც ერთადერთი, ვინც ამაზე საუბრობდა, - ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რითაც საკუთარი განცხადება განმარტა, სადაც ის ამბობდა, რომ „ნურც ის გაგიკვირდეთ, რომ ვიღაც ვიღაცები დარბოდნენ და იძახდნენ, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო და კარგად ვიცი იმიტომ, რომ იქ ვიყავი“.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას კონკრეტული სახელის და გვარის დასახელება, გამყრელიძე პასუხობს, რომ კონკრეტული გვარი და სახელი, არც გაუგია და დასძინა: „სიმართლე, რომ გითხრათ ნამდვილად არ მინდოდა გამეგო“,- აღნიშნა მან.

„არ ვიცი კონკრეტულად ვინ დადიოდა და ლაპარაკობდა, მაგრამ მე, არც პირველი ვარ და, არც ერთადერთი, ვინც ამაზე საუბრობდა. ევროკავშირის სტრუქტურებში იყო საუბრები, საიდანაც გამოდიოდა ამბავი, რომ იყო განსხვავებული აზრები ამ თემასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მან.

კითხვაზე, საუბრები ოპოზიციაში იყო თუ არა, გამყრელიძე ასე პასუხობს: „არც ის დამიკონკრეტებია, რომ ოპოზიციაში იყო საუბარი“.

„რომ გავიგო ეს ამბავი, ეს რას შემატებს. ამ ადამიანზეც წამიხდება შთაბეჭდილება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენ ხომ გავაკეთეთ მთავარი და მივიღეთ სტატუსი. ეს ადამიანები ცოტანი იყვნენ.

ევროკავშირის სტრუქტურებშიც ხდება ჩვენი მედიასივრცის და სოციალური ქსელების მონიტორინგი. კარგად იციან ვის რა შეხედულება აქვს. მე რომ დავიწყე სოციალური ქსელების მონიტორინგი, ვნახე, რომ ოპოზიციურად განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი აცხადებდა, რომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, საფრთხე გადავლილია და არსებობს თუ არა რისკები, გამყრელიძის მოსაზრებით, თუ დათქმები შესრულდება, არ არსებობს პოლიტიკოსი, ვინც მოახერხებს საქართველოს წინსვლა ევროკავშირის გაერთიანებაში დაბლოკოს.

„საქმე იმაშია, რომ სტატუსის მიღება იყო მნიშვნელოვანი. რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და სტატუსი მოგვცეს ახლა, სამუშაო პროცესი უნდა დაიწყოს, დათქმებია შესასრულებელი. თუ ჩვენ ამ პუნქტებს შევასრულებთ, არ არსებობს პოლიტიკოსი, ვინც მოახერხებს დაბლოკოს ჩვენი წინსვლა ევროკავშირის გაერთიანებაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა