რუსეთმა უკრაინას წუხელ რეკორდული რაოდენობის - 479 - დრონებით და რაკეტებით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის 3 ფრთოსანი რაკეტა და 210 დრონი გაანადგურეს, 172 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკალურად დაიკარგა.
რუსებმა უკრაინას „შაჰიდისა“ და სხვა ტიპის 472 დრონით რუსეთის ფედერაციის მილეროვოს, შატალოვოს, კურსკის, ორიოლის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს
როგორც მშვიდობა, ასევე, კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო, უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური კომპონენტი პიკზე იყო“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.
სიიარტომ აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ იქნებოდა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც უფრო სწრაფად მოგვარდებოდა.
„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ძლიერი ამერიკელი ლიდერის პიროვნულ თვისებებს მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების განვითარებისთვის ხელის შეშლა შეეძლო. როგორც მშვიდობა, ასევე, კარგი უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები დონალდ ტრამპის სახელის სინონიმებია“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.