საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314151617
12345
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
თბილისის მერი სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნუ დააბინძურებენ გარემოს

თბილისის მერი კახა კალაძე სასურსათო ობიექტებსა და სააფთიაქო ქსელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნარჩენი მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ და ნუ დააბინძურებენ გარემოს.

როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომერციული ობიექტები საწარმოო ნარჩენის ურნებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წესის დარღვევით განთავსებას განაგრძობს.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში კვლავ გრძელდება კომერციული ობიექტების მიერ ნარჩენების კონტეინერებში და მიმდებარედ, მათივე საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის განთავსება. ძირითადად ესენია დაუშლელ მდგომარეობაში მუყაოს ყუთები და სხვა შეფუთვის ნარჩენი, ავტომობილის მეორადი ნაწილები, ზეთები, სხვადასხვა საწარმოო ნარჩენი და ჩამოწერილი პროდუქტი. ამ ყველაფრის ურნებში და მიმდებარედ განთავსება აკრძალულია და კანონის შესაბამისად, ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, დიდი სუპერმარკეტებისა და კომპანიების ნაწილი კვლავ არღვევს დადგენილ წესს.

„თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილია დედაქალაქში ნარჩენების მართვის წესი, რომლის დარღვევაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა სასურსათო ობიექტს და თითოეულ სააფთიაქო ქსელს, მხოლოდ წესების შესაბამისად განათავსონ ნარჩენი და ნუ დააბინძურებენ გარემოს, ითანამშრომლონ „თბილსერვის ჯგუფთან“. ჩვენ გვაქვს სპეციალური სერვისი, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და ყველანაირად დაგეხმარებით, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. კატეგორიულად მიუღებელია, რასაც ვხედავთ კონკრეტულ ადგილებში. ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანები ხართ, გიყვართ ჩვენი ქალაქი და ერთად ვიზრუნოთ მასზე. ითანამშრომლეთ „თბილსერვის ჯგუფთან“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის