საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი
-236 წუთის წინ
02.06.2025 / 07:05

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ

123456789101112131415161718192021
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მედეა მეტრეველი
„ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - ანტიქართული რიტორიკა აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას, იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლება საკუთარი ხალხის ნების მიხედვით იმოქმედებს

ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ანტიქართული რიტორიკა“ აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას.

„ამ საკითხთან დაკავშირებით საეროდ არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა, არ შეეფერება იმ ზომის სახელმწიფოს, რომელიც არის აშშ - ამ ზომის სახელმწიფოს, რომელიც არის საქართველო, ასეთი ინსტრუმენტებით ლაპარაკობდეს. საქართველოს ხელისუფლება არასდროს მოქმედებს არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ და მგონი, ეს ბევრმა დაინახა. ჩვენს მიმართ სანქციები ახალი არ არის, როგორც სხვა დროს, სხვა ქვეყნებიდან სანქციებზე ქართველი ხალხის პასუხი იყო, რომ არავინ დათმობს თავის ეროვნულ ინტერესებს, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჩემი მოლოდინია, რომ ასეთი ენით, ასეთი ინსტრუმენტებით სტრატეგიული პარტნიორი პარტნიორს არ უნდა ელაპარაკებოდეს. ჩვენ ამერიკელ ხალხთან აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ვფიქრობ, ეს განცხადებები აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას. ამერიკელი ხალხი ნამდვილად აფასებს ქართველი ხალხის გვერდში დგომას, ჩვენი ჯარისკაცების გვერდში დგომას ავღანეთში, როდესაც ჩვენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ვიბრძოდით და ნატოს ქვეყნებშიც კი ვიყავით ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი კონტინგენტით. ის ქვეყნები, რომლებიც დღეს გულზე მჯიღს იცემენ, რომ არიან თამამები და ბრძოლისთვის მოწადინებული, როცა საბრძოლო და საომარი იყო ავღანეთში, იმ ქვეყნებზე 20-ჯერ მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი. ასეთი ანტიქართული რიტორიკა აცდენილია ამერიკელი ხალხის ნებას. იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლება საკუთარი ხალხის ნების მიხედვით იმოქმედებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს