საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ტატა ხვედელიანი - დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც "ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი
24.05.2025 / 00:51
24.05.2025 / 00:51

დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც "ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი , - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს.

1234567891011121314151617181920212223
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
„ლელო“ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს

„ლელო“ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას იწყებს. როგორც „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძემ აღნიშნა, ნარკოეპიდემია გამოწვეულია ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობით.

„საქართველოში რუსული სპეცოპერაციის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს ნარკოეპიდემია, რომელიც გამოწვეული არის ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობით და თანამონაწილეობით. რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკით და ამ მზარდი პრობლემის საპასუხოდ, დღეს ვიწყებთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ასევე შევიმუშავეთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის "ლელოს" 9-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც გთავაზობთ ამ უდიდესი პრობლემის გასამკლავებლად, რომლის გადაფარვასაც ეს ხელისუფლება სისტემატურად ცდილობს“,- აღნიშნა ბუაძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ვატო სურგულაძემ განმარტა, ნარკომანია არ არის დანაშაული, ეს არის დაავადება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.

„ეს მოიცავს ძალიან ფართო კომპლექსს - ეს არის პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ეს არის სოციალური რეაბილიტაცია. სამწუხაროდ, ჩვენთან ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 ადამიანს სჭირდება მკურნალობის გავლა, სერიოზული მკურნალობის გავლა და ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენი სახელმწიფო აკეთებს არის ის, რომ მხოლოდ 3000 ადამიანმა გაიაროს მკურნალობა.

პრობლემაა რაც ხდება სკოლებში, პრაქტიკულად ჩვენ არ ვაძლევთ არავითარ ინფორმაციას და არავითარ საბაზისო ცოდნას რა არის ეს ნარკომანია, როგორ უნდა ვებრძოლოთ, როგორ ავარიდოთ თავი, რაც ყველა ევროპულ ქვეყანაში ხდება. სააფთიაქო ნარკომანია, კი ძალიან ადვილად შეიძლება მოგვარდეს, ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. პრაქტიკულად, თბილისის, ბათუმის და ფოთის გარდა, არსად გვაქვს ცენტრები სადაც შეიძლება ამ ხალხის მკურნალობა, სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ე.წ გამსვლელი ბრიგადები სოფლებში რეგიონებში არ მიდის,თვითონაც არ მოდის ,არც ექიმი მიდის. ესეც გაკეთებადია. ამას სჭირდება შესაბამისი თანხების გამოყოფა. არსებობს გეგმები ძალიან ბევრი გეგმაა დაწერილი,ძალიან ბევრი პროექტი, მაგრამ ყველაფერი შემოდებულია თაროზე და მტვრით არის დაფარული. და ბოლო, როდესაც ხდება შემუშავება რომელიმე საკანონმდებლო აქტის, რეგულაციის, სამწუხაროდ, არ არიან ჩართულები პროფესიონალები და სპეციალისტები, საქართველოში გვყავს ძალიან ძლიერი ნარკოლოგები ადიქტოლოგები, ძალიან ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა , რომელიც თავიდან აგვაცილებს უამრავი ახალგაზრდის დაღუპვას და სიკვდილს. ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცა მოკვდა იმიტომ რომ ე.წ ზედოზირება მოუვიდა, იმიტომ რომ არასწორად მოიქცა, ეს საკითხები მოგვარებადია, ამას არ სჭირდება არც იმდენად დიდი თანხები , ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ჩვენი გეგმა ზუსტად ამისკენაა მიმართული“,-აღნიშნა სურგულაძემ.

პარტიის ცნობით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის "ლელოს" გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

1 - ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა

ნარკოქსელების მფარველების, მათ შორის სასამართლო და ძალოვანი უწყებებიდან გამოვლენა და დასჯა.

2 - მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რეგულარული ნარკოტესტირება

3 - ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია

საკანონმდებლო ცვლილებების დაანონსება (მომხმარებელთა შეწყალება, ფლობის განსაზღვრა) შეწყალებულ მომხმარებელთა რეაბილიტაციის პროგრამებში ჩასმა.

4 - რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესება

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსული გაზრდილი ნაკადების ფონზე, ნარკოტიკების შემოდინების რისკების შესამცირებლად უვიზო რეჟიმის გაუქმება.

5 - პირველადი პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა

სასკოლო სასწავლო პროგრამებში დამოკიდებულების მართვის შესახებ დამოუკიდებელი საგნის დაინტეგრირება, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში.

სკოლის გარემოში ახალგაზრდებს ნივთიერებების მოხმარებისგან დამცავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს დანერგვა.

სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

6 - დასჯიდან მზრუნველობა/პრევენციაზე გადასვლა

ჯანდაცვის სერვისების რეფორმა. სახელმწიფო ფსიქო-სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა. სახელწიფო ბალანსზე არსებული ნარკოლოგიური სივრცეების EU სტანდარტებთან დაახლოება.

7 - სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა

მედიკამენტებზე რეგულაციის გადახედვა და აღსრულების კონტროლი

8 - ნარკოდამოკიდებული პირებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონალური ცენტრების შექმნა

მომხმარებლებში ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სერვისების გაფართოება და EU სტანდარტებთან დაახლოება.

ნარკოდამოკიდებული პირებისათვის სერვისების მუნიციპალურ დონეზე მიწოდება. (მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მართვა/რეაბილიტაციის სერვისების კომპონენტის გამოყოფა)

9 - საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში ნარკოლოგიის და ზოგადად ადიქტოლოგიის პროფესიონალური ასოციაციების და ექსპერტების ჩართვა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის