საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ფრიდრიხ მერცი - ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, რაზეც დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით
-112 წუთის წინ
19.05.2025 / 22:41

ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პროფილი
ალექსანდრე წულაძე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:03
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
დავით გამყრელიძე - ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც

ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის, შემდეგ ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამით თავიდან იქნება არიდებული უხერხულობა, რაც მისი აზრით, პროცესში ამომრჩეველს ექმნება.

კერძოდ, გამყრელიძემ განმარტა, რომ ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე ჩანაწერი თავის დროზე "ქართული ქარტიიდან" კონსულტაციების ეტაპზე ამოიღეს, რადგან მაშინ პარტიებმა, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ, პირობა დააყენა, რომ ამომრჩეველს აქვს არჩევანის პრეროგატივა, შესაბამისად "წინასწარ ნუ მოვახვევთ თავს კანდიდატურებს".

"26 ოქტომბერს გვაქვს არჩევნები. შემდგომ 26 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 26 დღისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს შემაჯამებელ ოქმებს. მანამდე რაც არ უნდა მოინდომო, არის პროცედურები - სასამართლო, ყველა დონის კომისიების გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, შემდგომ 10 დღის განმავლობაში ხდება სხდომის მოწვევა და პირველი სხდომის ჩატარება, რომლის შემდეგაც კონსტიტუციის თანახმად, პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას ეძლევა საშუალება, რომ დაასახელოს პრემიერი და სამთავრობო გუნდი, ორი კვირა აქვს ამისთვის, მერე კენჭისყრა.. თუ მას არ აქვს შესაბამისად, ნახევარზე მეტი მანდატი, იწყება ისევ ორკვირიანი პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტის წევრების მესამედზე მეტმა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი, შესაბამისი მთავრობა და უყარონ კენჭი. თვე-ნახევარი გავიდა ამასობაში. შესაბამისად, მთავარი წუხილი, რასაც პრეზიდენტი ამბობს სწორედ ტექნიკურ მთავრობასთან, პრემიერთან თუ ა.შ. მიმართებით არის მისი, ასე ვთქვათ, ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ ერთობლივ კანდიდატზე შეთანხმებას, ამიტომ ის თვლის, რომ მას უნდა ჰქონდეს ეს უფლება და ჰქონდეს ახლავე.

სიმართლე ვთქვათ, რომ ქარტიაში არჩევნებამდე ეს საკითხი შეგნებულად არ ჩაიწერა. იყო საუბარი ამაზეც, ტექნიკურ მთავრობაზეც, მაგრამ შემდეგ წინასწარი კონსულტაციების დროს ეს შეგნებულად ამოიღეს იმიტომ, რომ თავიდანვე პარტიებმა, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ, როგორც “ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ, დააყენა ეს პირობა, რომ ამომრჩეველს აქვს პრეროგატივა. ეს დღე არის ერთადერთი დღე, როდესაც ძალაუფლება გადადის ხალხის ხელში და მოდი, ჩვენ წინასწარ ნუ მოვახვევთ თავს კანდიდატურებს. დაახლოებით თვე-ნახევარი, ჩვენ მზად ვართ და ყველანი ოპოზიციაში მზად ვართ სახალხოდ, ხალხის და პრეზიდენტის წინაშე დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ნათელი იქნება კომპოზიცია, თუ ჩვენ გარკვეული ვადის, თუნდაც სამი კვირის ვადაში, ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთპრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც. ეს ხომ ყველა პრობლემას ხსნის? ამავე დროს ამომრჩეველსაც არ აყენებს უხერხულ მდგომარეობაში", - განაცხადა გამყრელიძემ "ფორმულას" ეთერში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა