ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ქვეყნის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას არასდროს შეაჩერებს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მა შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთბულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში გააკეთა.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულ მძევლებს - 31 წლის დორონ სტეინბრეჩერს, ბრიტანეთი-ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარის და 24 წლის რომი გონენს - თელ-ავივის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში გუშინ, სამი საათის დაგვიანებით შევიდა.