საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

მარკო რუბიო - რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ველოდებით, ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები
-158 წუთის წინ
21.05.2025 / 05:32

რუსეთმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, პირობა დადო, რომ აშშ-ს გაუგზავნის პირობებს, თუ

123456789101112131415161718192021
12345
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

პროფილი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი
თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
"შერატონ მეტეხი პალასი" 2016 წლის დასაწყისამდე იხურება

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი", სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერიდან 2016 წლის დასაწყისამდე დაიხურება.

ამასთან დაკავშირებით დღეს "შერატონ მეტეხი პალასში" ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს შპს "რას ალ ხაიმა ინვესტმენთ აუტორიტი ჯორჯიას" დირექტორმა, გურამ ცანავამ, შპს "რას ალ ხაიმა დეველოპმენტის" მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯეიმს ბიუქენანმა, "რას ალ ხაიმა დეველოპმენტის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნასერ ბუსტამიმ, "რას ალ ხაიმა დეველოპმენტის" დირექტორმა კოლინ ქრუქშანკიმ და "სტარავუდ ჰოტელს & რეზორთსის" აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონალური მენეჯერმა კლაუს ბრანდშტეტერმა.

როგორც გურამ ცანავამ განაცხადა, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ "შერატონ მეტეხი პალასი" რადიკალურად ტრანსფორმირდება.

"ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება "შერატონის" სრულმასშტაბიან რეკონსტრუქციაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი დედაქალაქისთვისაც, რადგან "შერატონ მეტეხი პალასს" განსაკუთრებული ადგილი უკავია თითოეული ჩვენთაგანისთვის, ტურისტებისთვის და ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საუბარია სრულმასშტაბიან რეკონსტურქციაზე და ჭეშმარიტად ხუთვარსკვლავიან, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროდ გადაქცევაზე", -განაცხადა გურამ ცანავამ.

"შერატონ მეტეხი პალასის" განახლების პროექტის განსახორციელებლად 25 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სასტუმროს ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ფიტნეს და სპა სივრცეები, ახალი რესტორნები, ბარები და ექსკლუზიური ლაუნჯები. სასტუმროს საკონფერენციო და ღონისძიებების ცენტრი კიდევ უფრო გაფართოვდება.

ასევე, დაგეგმილია სასტუმროებისთვის განკუთვნილი ოთახების სრული რეკონფიგურაცია და განახლებული სასტუმროს გახსნის შემდეგ სტუმრებს ღეს არსებული 140 ნომრის მაგივრად, 220 ფეშენებელურ საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრებს შესთავაზებენ.

როგორც სტარავუდ ჰოტელს & რეზორთსის" აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონალურმა მენეჯერმა კლაუს ბრანდშტეტერმა განაცხადა, სასტუმროს ყველა კეთილმოწყობის საშუალება, მისი ნომრები ძირეულად ტრანსფორმირდება და დაიხვეწება.

"სტუმრები ახალ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასს" კვლავაც იცნობენ მისი სავიზიტო ნიშნით- გრანდიოზული ფოიეთი, თუმცა იგი სრულიად სახეცვლილი იქნება", - განაცხადა კლაუს ბრანდშტეტერმა.

"რას ალ ხაიმა დეველოპმენტის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნასერ ბუსტამიმ განაცხადა, რომ სასტუმროს რეკონსტრუქციას ადგილობრივი სამშენებლო კომპანია განახორციელებს, თუმცა მას უნდა ჰქონდეს კარგი რეპუტაცია და მშენებლობა დათქმულ ვადაში უნდა დაასრულოს.

"შესაძლოა საერთაშორისო კონსულტანტები დავიხმაროთ, მაგრამ კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია ქართული იქნება",- განაცხადა ნასერ ბუსტამიმ.

რაც შეეხება თანამშრომლებს, სასტუმროს მფლობელები აცხადებენ, რომ რეკონსტრუქიცის განმავლობაში, ნაწილი უცხოეთში, მათ მფლობელობაში არსებულ სასტუმროებში დასაქმდება, საპენსიო ასაკის რამდენიმე თანამშრომელმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა, ნაწილი მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს.

"არც ერთი კონტრაქტი არ გაგვიწყვეტია და ყველა თანამშრომელს მივხედეთ", -განაცხადა ნასერ ბუსტამიმ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა