საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის დელეგაციაზე - თავხედი ხალხია, მაგრამ ცოტა უფრო მოკრძალებულად იქცეოდნენ - იქნებ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა საჭირო და ეცდებიან, მოიქცნენ ადამიანებივით
-205 წუთის წინ
03.06.2025 / 02:12

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია უფრო დამშვიდებული იყო, თუმცა თავხედობა კვლავ შეინიშნება.

12345678910111213141516171819202122
12345678
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ეკა გიგაური
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ვალერი ჩეჩელაშვილი - მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა - არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

სანქციები - ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე და, სამწუხაროდ, არ შემოიფარგლება მხოლოდ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვალერი ჩეჩელაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

ჩეჩელაშვილმა აშშ-იდან გზავნილები შეაფასა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირებაზე ინფორმაციის გამოჟონვით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი დროის რესურსი მისცა.

ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირებაზე ინფორმაციის გამოჟონვით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აძლევს დამატებითი დროის რესურსს “ქართულ ოცნებასა” და მის საპატიო თავმჯდომარეს საიმისოდ, რომ მმართველმა პარტიამ რაღაც მოიმოქმედოს. ამას ხომ რაღაც მიზანი ჰქონდა? რომ არ ჰქონოდა, პირდაპირ გამოაცხადებდნენ სანქციებს. ვინ შეიძლება რამე მოიმოქმედოს - ან ბატონმა ივანიშვილმა თბილისში ან ირაკლი კობახიძემ აშშ-ში. იმ ძალიან უხეში დიპლომატიური შეცდომის შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დაუშვა აშშ-ის ელჩთან საუბრის დროს და ეს არ ეხება მხოლოდ შინაარსს, ეს ეხება ასევე ტონს, საერთოდ არ არის მიღებული ასეთი ტონით საუბარი დიპლომატიაში, მითუმეტეს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული საერთოდ ის, თუ რამდენად მდგრადი სახელმწიფო ჩამოყალიბდება. თუ ბატონ ირაკლის რაღაც იმედი აქვს ან დავალება აქვს მიღებული, რომ ვიღაცას შეხვდეს, ამის შესაძლებლობები, მგონი, ნიუ-იორკში მას არ მიეცემა, თუმცა ბაიდენისთვის ხელის ჩამორთმევის შესაძლებლობა ექნება, რადგან მონაწილეობას მიიღებს იმ მიღებაში, რომელსაც, ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის მართავს ხოლმე.

სანქციები - ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე და, სამწუხაროდ, არ შემოიფარგლება მხოლოდ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარით.

დავაკვირდეთ, როგორი მოთმინებით ეპყრობოდა აშშ-ის ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” ამ მანევრებს. ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენჯერმე სხვადასხვა დელეგაცია ჩამოვიდა, გზავნილები იყო, რომ ნუ აკეთებთ ამას, ეს კანონი არის რუსული, ნუ გადაუხვევთ დემოკრატიას და ა.შ. და ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ ბატონი კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში სასაუბროდ და მან უარი განაცხადა იქ ჩასვლაზე. ახლა გამოდის, რომ მას უნდა შეხვედრა, მაგრამ მასთან შეხვედრა უკვე აღარავის უნდა - ეს შესაძლებლობა დაიკარგა.

ჯინ შაჰინი და მაიკ ტერნერი იყვნენ აქ ჩამოსულები - "რესპუბლიკელი" და "დემოკრატი" სენატორი და კონგრესმენი, მოითხოვეს შეხვედრა ბატონ ბიძინასთან და მან უარი განაცხადა. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა ნანობს ამას, რადგან დღეს, აშკარაა, რომ ეძებს კომუნიკაციის შესაძლებლობებს აშშ-სთან და ეს უჭირს.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და, მათ შორის, დამოკიდებულება მეგობრებისა და საერთოდ, ნებისმიერი აქტორის მიმართ, დაფუძნებულია ფასეულობებსა და თანამშრომლობის პრინციპებზე და როდესაც “ქართულმა ოცნებამ” გადაუხვია ამ ფასეულობებსა და პრინციპებს, ეს ძალიან თანმიმდევრული გზავნილები ამერიკიდან მიიღეს, ყურად არ იღეს და ამის შედეგად ჯერ გამოცხადდა სავიზო სანქციები ხუთი მოსამართლის მიმართ, შემდეგ კიდევ ფარცხალაძის მიმართ, შემდეგ კიდევ სანქციები ოთხი პიროვნების მიმართ და დამატებით 60 პირის მიმართ. ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება, ეს არის კარგად აწყობილი პოლიტიკის გამოვლინება და ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს.

ამერიკელები კიდევ უფრო ნათელ გზავნილს გვიგზავნიან ჩვენ, ქართველებს და გვეუბნებიან, რომ ის რიტორიკა, რომელსაც მიმართავს “ქართული ოცნება” და ხალხს ევროპა-ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას ჰპირდება, ეს ასე ვერ მოხდება”, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს