საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე - ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია
-147 წუთის წინ
31.05.2025 / 16:30

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა

12345678910111213141516171819
12345
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ Pro V&V შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა - აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ pro v&v-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა პირებმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად.

შეგახსენებთ, რომ კომპანია pro v&v ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აშშ-ში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს, არამედ თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში პასუხს სცემს ყველა გავრცელებულ მითს, დეზინფორმაციას თუ კითხვას, რომელიც ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებობს.

როგორც Pro V & V-ის დირექტორმა ჯეკ კობიმ აღნიშნა „პროექტს ჰქონდა 3 ფაზა, 1 ითვალისწინებდა წყაროს კოდის გადახედვას და ჩვენ ფაქტობრივად გვთხოვეს გავყოლოდით მოდულიდან მოდულამდე, თუ როგორ იყო მოთავსებული ამომრჩეველთა სიები თითოეულ ვერიფიკაციის აპარატში. ჩვენ გავყევით ერთი მოდულიდან შემდეგ მოდულამდე USB ბარათის ჩასმიდან ამომრჩეველთა სიების ჩატვირთვის ჩათვლით.

უბნის გააქტიურების შემდეგ, თითოეული ვერიფიკაციის აპარატი შეიცავს მხოლოდ ამომრჩევლის სიას, რომელიც მან უნდა ამუშაოს არჩევნების დღეს. ის არ შეიცავს სრულად ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა სიას, ის არის გამიზნული კონკრეტული უბნისთვის და მას აქვს წვდომა მხოლოდ კონკრეტული უბნის ამომრჩევლის სიასთან.“

შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:

საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;

ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;

ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში;

ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა;

აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.

ცესკო-ში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლებიც. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით განახორციელა. აღნიშნული ვენდორი კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

„მთელი დღის განმავლობაში პირადად ვაკვირდებოდი საარჩევნო პროცესს საარჩევნო უბნებზე, რომელიც გახსნის ასევე დახურვის პროცესს მოიცავდა და მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო უბნების წევრები კარგად იყვნენ გადამზადებულები, მათ ძალიან კარგად იცოდნენ როგორ ემოქმედათ შეფერხებების ან მოულოდნელად განვითარებული მოვლენების დროს და ამ ყველაფერს ტექნოლოგიებმაც შეუწყო ხელი როგორც მოსალოდნელი იყო.

რა თქმა უნდა, დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელიც სავსებით გასაგებია და ეჭვს არ უნდა იწვევდეს ტექნოლოგიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნინკმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს