უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია უფრო დამშვიდებული იყო, თუმცა თავხედობა კვლავ შეინიშნება.
დონალდ ტუსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს.
გადამდგარი გენერალი კიტ კელოგი, რომელიც აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა, აცხადებს, რომ მზად არის დაუღალავად იმუშაოს „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უზრუნველყოფის მიზნით. ამის შესახებ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„პატივი მერგო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან დავინიშნო პრეზიდენტის თანაშემწედ და სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. ამერიკის ინტერესების დაცვისას, მოუთმენლად ველი დაუღალავად მუშაობას მშვიდობის ძალის მეშვეობით უზრუნველყსაყოფად“, - აცხადებს კიტ კელოგი.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა.