დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება. თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.