საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიგი უგულავა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ლევან სილაგავა - პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ არის - ფასი  სტაბილური და შენარჩუნებული იქნება

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში პურის ფასის გაძვირების ტენდენცია არ არსებობს.

მისივე თქმით, პურის ფასი სტაბილურია და შესაბამისი მარაგები არსებობს.

„ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს „პურის მწარმოებელ ასოციაციასთან“, პურის ფასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არის. მათი თქმით, ფასი სტაბილური იქნება. პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ იქნება, ფასი სტაბილური და შენარჩუნებული იქნება. გასული და მიმდინარე წლის მოსავალს რუსეთი აქტიურად ვერ ყიდის შავი ზღვის მიმართულებით, ისე როგორც იყო პროგნოზირებადი. ჩვენი მიმართულებით უფრო მეტი ხორბლის რაოდენობაა დარჩენილი“,- აღნიშნა სილაგავამ.

გარდა ამისა, მან იმ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებითი, საიმპორტო საფასური ნოემბრამდე დააწესა. როგორც სილაგავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, გაგრძელდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი სამოქმედო გეგმა ბაზარზე.

„გუშინწინ დედოფლისწყაროში ფერმერების აქცია გაიმართა. მათი მოთხოვნა იყო, რომ ვერ ახერხებდნენ იმ ფასად ჩაბარებას, რაც თვითღირებულებაა. მზად ვართ ფერმერებთან კომუნიკაციისთვის, მთავრობა არის ჩაბმული ამ საკითხში. კომპრომისული ვარიანტები უნდა მივიღოთ, აუცილებელია წისქვილკომბინატებმა იმუშაონ, ფქვილის იმპორტი ხორციელდებოდეს და ადგილობრივ ფერმებს ჩაბარების შესძლებოდა ჰქონდეთ და მოტივაცია, მომავალი ხორბლის მოსავალი მიიღონ. უნდა ვიცოდეთ, გადაწყვეტილება, რომელიც10 ნოემბრამდეა მიღებული, გაგრძელდება თუ არა და ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ ბაზარზე - გავაგრძელოთ კომუნიკაცია ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუ იმ მიჯნაზე ვართ, რომ ფქვილის იმპორტზე გადავერთოთ“,- აღნიშნა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს