უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია უფრო დამშვიდებული იყო, თუმცა თავხედობა კვლავ შეინიშნება.
დონალდ ტუსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს.
კერძოდ, საავტომობილო გზაზე გადაადგილება მას შემდეგ აღდგა, რაც პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გადაიყვანა.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, სავარაუდოდ პოლიციამ ორი პირი დააკავა, ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.
გარდა ამისა, ჯგუფი "ფარი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულთა შორის არის თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საჯარო მმართველობის ექსპერტი, დავით გუნაშვილი. მათივე ცნობით, "ადვოკატები ჩართული არიან პროცესში, მიმდინარეობს გადაყვანის ადგილის დადგენა".