საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს - ორივე მხარე აირჩევს, რომელ გზას დაადგება
-226 წუთის წინ
16.05.2025 / 15:23

დღეს ორი გზა არსებობს: ერთი მშვიდობისკენ მიდის, მეორე კი მეტ ნგრევას და სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს,

123456789101112131415161718
123456
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
დღის სხვა სიახლეები
გიორგი მუმლაძე - მარნეულში დაპირისპირებას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე

პირდაპირ გეტყვით, ამ დაპირისპირებას ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთი მოთავე იყო საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც ასევე არის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი , - ამის შესახებ მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულმა „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის წევრმა გიორგი მუმლაძემ გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, მის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით, ამირან გიორგაძე, გიორგი შუბითიძე და საკრებულოს თანამშრომელი შერმადინ ბოჭოიძე გამოირჩეოდნენ.

„ჩვენ ვართ „სამოქალაქო პლატფორმა 2020“, რომელიც ვაკვირდებით არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს მარნეულში იყო გარკვეული ინციდენტი, რასაც თვალყურს ვადევნებდით, შემდეგ, როდესაც დასრულდა ყველაფერი და ამ საოლქო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხნენ ადამიანები, მე საღამოს საათებში გადავწყვიტე წავსულიყავი სახლში და მეგობრებთან ერთად ვიყავი, როდესაც ახალი ინციდენტის ხმა გავიგე. მისვლისას უკვე დავინახე დაზიანებული მანქანა და დავინახე, როგორ ურტყამდა რამდენიმე ათეული ადამიანი ჩემთვის ნაცნობ ადამიანს, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმიტომ, რომ მათთან კომუნიკაცია მაქვს და ვიცნობ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. შემდეგ უმძიმესი კადრები დავინახე. ეს მძიმე კადრები, რომ დავინახე გადავწყვიტე გადამეღო ეს ყველაფერი, თუმცა გადაღების მომენტში ამ შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულის შვილი ლაშა ქველაძე ყვიროდა, რომ დარეკეთ სასწრაფოში - მამა მიკვდებაო და ამიტომ ვერ გადავიღე სამწუხაროდ , ვერაფერი, მაგრამ ვერც სასწრაფოში დავრეკე იმიტომ, რომ ტელეფონი გადამაგდებინეს ხელიდან. შემდეგ როდესაც ტელეფონი ხელში ავიღე, ამირან გიორგაძემ მითხრა ფრაზა - „შენც ზედმეტი მოგდის“ და პირდაპირ დამარტყა თავის არეში. ასევე ყველაზე მეტი აგრესიით ჩემთან მიმართებაში გამოირჩეოდა გიორგი შუბითიძე და საკრებულოს თანამშრომელი შერმადინ ბოჭოიძე“, - განაცხადა მუმლაძემ.

გარდა ამისა, როგორც გიორგი მუმლაძე აცხადებს, ამ ინციდენტით, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგა.

„არჩევნების ლეგიტიმაცია დგას ეჭვქვეშ იმიტომ, რომ პროცედურულ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა პირდაპირ ადამიანებზე ტერორი, ძალადობა და ის, რომ განსხვავებული აზრი იდევნება. აუცილებელია, ყველას ჩართულობა, რომ დამნაშავე დაისაჯოს იმიტომ, რომ ეს იქნება მწვანეს ანთება დანარჩენი მოძალადეებისთვის თუ ახლა არ დაისჯებიან ესენი. არსებობს ვიდეოკადრები, თუ როგორ ურტყამენ, როგორ გადმოათრიეს მანქანა. ჩვენი შეფასება არის ასეთი, რომ დღევანდელმა დღემ სრული ილუსტრაცია მოახდინა თუ როგორ არის ხელისუფლება მზად არჩევნების ჩასატარებლად. ეს არის ძალადობაზე დაფუძნებული მანქანა, სხვას ვერაფერს დავარქმევ. ბოლო პერიოდში რამდენიმე საჩივარი დავუწერე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ამაზე იყვნენ გაბრაზებულები და ამით გადაწყვიტეს „აბაროტი“ აეღოთ, მაგრამ მე ვიბრძოლებ ბოლომდე და ეს ხალხი დაისჯება“, - გიორგი მუმლაძემ.

ამასთან, მუმლაძე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების ცემის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა მისთვის გაურკვეველია, როგორ მოახერხეს ჟურნალისტებზე თავდასხმა, როდესაც ადგილზე უკვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ცნობისთვის, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის