უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიოს მხრიდან რეაქციის არარსებობა რუს დიქტატორს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებისკენ უბიძგებს.
„რუსებმა გუშინ ღამით 300-მდე დრონი გაუშვეს, რომელთა უმეტესობა „შაჰედები“ იყო
რთული კვირა დილა უკრაინაში უძილო ღამის შემდეგ - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქებსა და თემებში ასობით დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ და დაიღუპნენ, მათ შორის სულ მცირე სამი ბავშვი.
„როდესაც მთელი მსოფლიო მკვლელობების დასრულებას ითხოვს, პუტინი კიდევ უფრო მეტი დარტყმების, თავდასხმებისა და ბავშვების მკვლელობების ბრძანებას გასცემს
ფოთის მერიაში შემოსულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიაში განუცხადეს.
„საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია“, - განაცხადეს მერიაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფოთის მერიაში დღეს შევიდა.