საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

123456789101112131415
1234
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე „ინტერპრესნიუსს“ საპატიმროდან წერილს უგზავნის

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.

როგორც დეკანოზი წერილში აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„როგორც იცით, დაპატიმრებიდან მალევე დამემართა მარჯვენა კიდურების პარალიზება. სამწუხაროდ, მდგომარეობა დღემდე უცვლელია. დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობ და ჩემი ახლო მანძილზე გადაადგილებაც კი საკაცით უწევთ.

ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ყველა სამედიცინო დასკვნა ამას ადასტურებს. შესაბამისი მკურნალობის გარეშე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამ დაწესებულებაში ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და მადლიერი ვარ ხელმძღვანელობის და პერსონალის, თუმცა ისეთი დაავადების მკურნალობა, რაც მე მჭირს, სხვა საშუალებებს და რეჟიმს მოითხოვს, ეს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია. ვფიქრობ, უნდა დააკმაყოფილონ სასჯელის გადავადების მოთხოვნა”, - აცხადებს დეკანოზი მამალაძე.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ის პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, დროს მის ოჯახსა და მკურნალობას დაუთმობს.

„მართლაც, სასჯელის ნახევარზე მეტი მოვიხადე. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე და ბევრიც სხვაგვარად დავაფასე. როდესაც გავთავისუფლდები ჩემი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს ჩემს ოჯახს მოვახმარ. ეს წლები, რაც ჩემს შვილებს მოვაკელი, უნდა ავანაზღაურო. ასევე მკურნალობისთვის დამჭირდება მობილიზება. ასე რომ, არ მგონია სხვა რამისთვის დამრჩეს დრო და ენერგია”, - აცხადებს მამალაძე.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს