საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

1234567891011121314
1234
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ტატა ხვედელიანი - საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია

„გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საჯარო მოხელეთა მიმართ რეპრესიები მიმდინარეობს და მათ უკანონოდ ათავისუფლებენ სამსახურებიდან.

ტატა ხვედელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მიმართა, ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პარტიას, რათა “გახარია საქართველოსთვის” გუნდმა მათი ინტერესები დაიცვან და ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდინონ.

„გუშინ, ე.წ. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ კანონი. ბიუროს ფუნქციებში შედიოდა საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების პრაქტიკის შესწავლა, მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის შექმნა, განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება. ბიუროს შექმნა და განვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთი ნაკისრი ვალდებულება იყო. საჯარო სამსახურის ბიუროში დასაქმებულებისთვის ანაზღაურდება მხოლოდ 1 თვის კომპენსაცია, 3 თვის კომპენსაციის ნაცვლად. იუსტიციის სახლებიდან საპროტესტო პეტიციას ყველაზე მეტმა, 600-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი, რომელთა რეპრესიები ახალი წლის დღეებიდან დაიწყო. დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ იურიდიული, აუდიტის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების მენეჯერები.

ბოლო დღეებში უკანონო გათავისუფლებები დაიწყო იუსტიციის სახლების მომსახურების წინა ხაზის ოპერატორებშიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე. ამ პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ამით კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო. თბილისის მერიაში 1-ელი თებერვლიდან დაწყებულია რეორგანიზაცია, უკანონოდ ხდება პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები დევნა, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო. გარდა ამისა, მიმდინარეობს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამდენიმემ ვერ გაუძლო ზეწოლას და გაიტანა საპროტესტო პეტიციიდან საკუთარი ხელმოწერა. რეგიონებში უკანონო გათავისუფლებები მიმდინარეობს ერთი და იგივე ოჯახების სხვადასხვა წევრებზე: სამოქალაქო აქტივისტი და „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილის მამა მალხაზ მოლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და დედა მანანა ჯავაშვილი, რომელიც მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. ორივე პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხაზგასასმელია ის, რომ სიღნაღში ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც 2004-2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციას. ჩვენი პარტიის შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის თათია ბროლაძის ბებია, იზაბელა კობიაშვილი 60-წლიანი მუშაობის შემდეგ გათავისუფლდა კასპის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანების კურატორ-სპეციალისტის თანამდებობიდან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკუთარი ძმის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის გამო გათავისუფლდა ბახვა შაიშმელაშვილი. ასევე, ლაგოდეხში ომარ მირზოშვილი მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლდა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების გამო. საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად, დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ასზე მეტი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული. მოვუწოდებთ შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და გაემიჯნონ უკანონო პარტიული დავალებების შესრულებას, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მათ აუცილებლად მოუწევთ მსგავს უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე, მე როგორც ყოფილმა საჯარო მოხელემ, მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს თითოეული თქვენგანის ინტერესების დასაცავად. დაგვიკავშირდით ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში, რათა დავიცვათ თქვენი ინტერესები და თქვენი ხმა მივაწვდინოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი ზეპარტიული თემაა შევქმნათ პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორი და ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუბრუნდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს