საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Salome Samadashvili on the IDU resolution: This is another important message that today, the best way to help Georgia and the Georgian people is to sanction Bidzina Ivanishvili and his financial infrastructure
-4 minutes ago
16.05.2025 / 16:47

“The best way today to help Georgia and the Georgian people is to sanction Bidzina Ivanishvili and his financial infrastructure,” said Salome Samadashvili, a member of “Lelo — Strong Georgia,” regarding the adoption of a resolution on Georgia by the International Democratic Union (IDU), which called on the U.S. and the European Union to act swiftly to impose financial sanctions on Ivanishvili.

1234567891011121314151617181920
(adsbygoogle = window.adsbygoogle || []).push({});
Profile
Irakli Kobakhidze
Georgian Dream chairman
Bidzina Ivanishvili
Former PM of Georgia
57
Profile
Other news for today
კათოლიკეები დღეს ქრისტეშობას ზეიმობენ

დღეს კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საშობაო ღვთისმსახურებას თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

საზეიმო წირვამდე გაიმართა ორღანის კურთხევა და საზეიმო კონცერტი.

„ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საზეიმო მსახურებას ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.

მათივე ცნობით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში აბესალომ ასლანიძემ. სააგენტოს კოორდინატორმა დღესასწაული მიულოცა, ასევე, ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს, სადაც საზეიმო ღვთისმსახურებას პასტორი გენადი მალაყმაძე უძღვებოდა.

ქრისტეშობა იზეიმა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკურმა მრევლმაც.

"უფლის ხორციელად შობას ახალციხის რაბათის კათოლიკურ, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო მსახურებით შეხვდნენ, რომელსაც მღვდელი იაცეკ სიემიენიაკი უძღვებოდა. ტაძარში შეკრებილ მრევლს შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის